გურჯაანში 67 წლის კაცს, რომელიც თვითიზოლაციის წესებს არ დაემორჩილა, საკარანტინო ზონაში იძულების წესით გადაიყვანენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მცხოვრები 67 წლის კაცს, რომელიც გერმანიიდან 6 დღის წინ დაბრუნდა და თვითიზოლაციის წესებს არ ემორჩილება, სპეციალურად აღჭურვილი სამედიცინო მანქანით საკარანტინო ზონაში იძულების წესით გადაიყვანენ.

მამაკაცის საცხოვრებელ სახლთან ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფება ოჯახის ექიმი ირმა შუბლაძე, რომლის განმარტებით, კაცს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს, თუმცა პრევენციის მიზნით მისი თვითიზოლირება აუცილებელია.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ვირუსისისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღინიშნება, თუმცა დღეს მან რამდენჯერმე დაარღვია თვითიზოლაციის წესი, დადიოდა ქუჩაში და ესაუბრებოდა ადამიანებს, ამიტომ იძულებულები ვართ, გადავიყვანოთ საკარანტინო ზონაში“, – განმარტა ოჯახის ექიმმა.

ბოლო ინფორმაციით, კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 69 ადამიანი იმყოფება. მათი უმრავლესობა ჩინეთსა და იტალიაში მოგზაურობდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად