გურჯაანში 51 წლის კაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში 51 წლის მამაკაცი ნათესავმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. მამაკაცს ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც “აპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს ჭანდარში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო. ბრალდებული პოლიციამ დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად