გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ ჯეო ჰოსპიტალსის “ საავადმყოფოში მოათავსა.
დაჭრილებს ძირითადი დაზიანებები გულ- მკრედის და მუცლის არეში აქვთ მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციას დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილი აქვს. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.