გურჯაანში 17 წლის ახალგაზრდა კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები 17 წლის ახალგაზრდა კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს მძიმე ნევროლოგიური დაავადება ჰქონდა, რის გამოც წარსულში ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

მომხდარი ფაქტი რეგიონში 18 წლამდე ასაკის პირის, კოვიდით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

კომენტარები
იტვირთება...