გურჯაანსა და სლოვაკეთის პოვაჟსკა ბისტრიცას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სლოვაკეთის პოვაჟსკა ბისტრიცასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და პოვაჟსკა ბისტრიცას მერმა კაროლ იანასმა, მემორანდუმს, 12 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ორ მხარეს შორის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.

„ სასიხარულოა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის დამეგობრებულ ქალაქებს კიდევ ერთი ქალაქი – სლოვაკეთის პოვაჟსკა ბისტრიცა შეემატა, რომელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც ღვინის ფესტივალზე მოვაწერე ხელი. როგორც იცით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული ასევე, პოლონეთის პიასეჩნოს მუნიციპალიტეტთან, ესტონეთის ქალაქ კუუსალუსთან, ლიეტუვას პაკრუოისთან და ბელარუსიის ვიტებსკთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენი პატარა ფეხბურთელები უკვე იმყოფებიდნენ ბელორუსიაში და მონაწილოება მიიღეს ტურნირში. ასევე, მიმდინარე წლის ზაფხულში, წარჩინებული გურჯაანელი მოსწავლეები პოლონეთში საგანმანათლებლო პროგრამით იმყოფებოდნენ. სულ რამდენიმე დღის წინ კი, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „აისსა“ და ბელარუსიის საგანმანათლებლო დაწესებულება „გოროდოკის სახელმწიფო აგროტექნიკურ კოლეჯს“ შორის, რაც მიზნად ისახავს სტუდენტების, პედაგოგების და მენეჯმენტის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და სხვა. სწორედ ასეთ, კონკრეტულ შედეგებს და სასიკეთო ნაბიჯებს ველოდებით მომავალშიც, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ესპანეთის ლაგუარდიას მუნიციპალიტეტთანაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად