გურჯაანიtalks გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და გურჯაანის ტექნოპარკი ერთობლივ პროექტს “გურჯაანიtalks” ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში შესაძლებლობების აღმოჩენას, არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინოვაციითა და სტარტაპების შექმნით.

კვირეულის ამოცანაა ხელი შეუწყოს თანმიმდევრული, სტაბილური და წარმატებული საზოგადოებების ჩამოყალიბებას, სხვადასხვა უნარის განვითარებით და ახალგაზრდებისთვის ახალი სასწავლო შესაძლებლობების უზრუნველყოფით.

საგანმანათლებლო პროექტის სპიკერები ერთი მთავარი თემის – „შესაძლებლობების“ გარშემო ერთიანდებიან.
პროექტის სპიკერები სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა თემებზე ისაუბრებენ.
ანდრო დგებუაძის საპრეზენტაციო თემაა – „შენ ხარ ღმერთი, უბრალოდ ამას უნდა მიხვდე“. მამუკა აფაქიძე თანამედროვე ელექტრონიკის გავლენაზე ისაუბრებს ტექნოლოგიების განვითარებაში,
გიორგი პოპიაშვილის თემაა “თვითგანვითარება, კრეატივი და მარკეტინგი”,
რეზო აფხაზავა ფორმალური და არაფირმალური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრებს,
ლადო აფხაზავა – განათლებასა და თავისუფლებაზე.
დავით ჩეჩელაშვილის საორეზენტაციო თემაა- „როგორ გავხდე სტარტაპერი“, ხოლო
დაჩი ჯანელიძის – „მწვანე საჩუქარი“.

კვირეული 6 ივლისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება.

“ ჩვენ მუდამ მხარში ვუდგავართ ახალგაზრდებს და ვცდილობთ სხვადასხვა პროექტებით შევუწყოთ ხელი განვითარებაში. მივცეთ მათ ფორმალური და არაფირმალური განათლების მიღების საშუალება. ამის დასტურია საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტები, რომელსაც ბოლო წლებში გურჯაანში ვახორციელებთ. მაგალითად: რა?სად?როდის? დებატკლუბები, მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი და სხვა”, – აღნიშნა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი.

ღონისძიების პარალელურად მოეწყობა სტარტაპერების გამოფენა.

გურჯაანიtalks-ზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა 2021 წლის 4 ივლისამდე.
იხ.ბმული  https://bit.ly/2SumoqH
კომენტარები
იტვირთება...