გურჯაანის ცენტრში მდებარე ცხრასართულიანი სასტუმროს მშენებლობა შესაძლოა განახლდეს

არქიტექტურულ-დაგეგმარებითი დავალების მოთხოვნით შენობის მეპატრონემ, ზურაბ ფერიშვილმა გურჯაანის მერიას უკვე მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ მშენებლობას და სასტუმროს მართვას უცხოური ბრენდი „ბესტ ვესტერნი“ განახორციელებს.

მერიაში ამბობენ, რომ მეპატრონე თანხმობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს.

-„ფერიშვილმა თხოვნით მოგვმართა, რომ საპროექტო დავალება მივცეთ, სურს, დაასრულოს სასტუმროს მშენებლობა. პროცედურები უკვე დავიწყეთ, დღეს მივცემთ დავალებებს, რა დოკუმენტაცია უნდა წარმოგვიდგინოს. გვჭირდება გეოლოგიური და ასევე ექსპერტის დასკვნა, რადგანაც წლებია შენობა მიტოვებულია. ყველა დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, შესაძლოა მივცეთ ნებართვა,“- განაცხადა გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, კოტე ბერიძიშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობა უკვე ათ წელზე მეტია შეჩერებულია. შენობის მიმდებარე ქუჩებზე მაცხოვრებელი მოსახლეობა ხშირად გამოთქვამდა პროტესტს, რომ შენობა ანტისანიტაარის კერაა, საიდანაც ზაფხულობით საკმაოდ არასასიამოვნო სუნი გამოდის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად