A1 ბანერი

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება ამის შესახებ გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით ნარიმანიშვილმა მიიღო.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას და მის გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 20 დეკემბერს კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...