გურჯაანის რაიონული სასამართლო სპეციალურ განმარტებას აკეთებს

გურჯაანის რაიონული სასამართლო ეხმაურება სასამართლო შენობაში მომხდარ ინციდენტს და განმარტებას აკეთებს.
       
"2015 წლის 2თებერვალს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე მიტო ხინაშვილი განიხილავდა ბრალდებულ დიმიტრი ხაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების  საკითხს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიმიტრი ხაჩიაშვილს  შეეფარდა პატიმრობა. პროცესის დასრულების შემდეგ, პოლიციის მიერ პატიმარი ჩაყვანილ იქნა სასამართლო შენობაში პატიმართა დროებითი მოთავსების საკანში. კანონის შესაბამისად,  ის იმყოფებოდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. სწორედ ამ საკნიდან მოახერხა პატიმარმა  დიმიტრი ხაჩიაშვილმა  გაქცევა.
      
 სასამართლო მოუწოდებს ყველას, რომ დაუზუსტებული და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავონ, რათა არ მოხდეს საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება და  სასამართლოს  დისკრედიტაცია." – ნათქვამია განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, რომ დღეს, გურჯაანის სასამართლოს დროებითი მოთავსების საკნიდან პატიმარმა გაქცევა მოახერხა. 
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...