გურჯაანის მუნიციპალიტეტში სროლის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა.

მედიკოსების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში მიყენებული ჭრილობით მამაკაცი გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალსის” “რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მეორე მამაკაცი კი საავადმყოფოში მოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარრობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად