გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტები გურჯაანის 30 სოფლის მოსახლეობამ უკვე აირჩია. 

წელს, სოფლის პროგრამით განსახორციელებელ საკითხებად მოსახლეობამ სკვერების მოწყობა, შიდა საუბნო და სავარგულების გზების მოხრეშა, გარე განათების მოწყობა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დაასახელა.
“სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს, პანდემიის მიუხედავად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კვლავ ხორციელდება. გურჯაანში ყველა შეხვედრა არსებული რეგულაციების დაცვით ჩავატარეთ. მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობა საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული სოფლის კრებებში. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, წლევანდელი პროგრამით, სოფლების უმრავლესობაში სკვერები მოეწყობა, რომლით სარგებლობასაც ყველა თაობის ადამიანები შეძლებენ”, – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
2021 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 520 000 ლარი დაიხარჯება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად