გურჯაანის მუნიციპალიტეტში covid19 შემთხვევა დადასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. 27 წლის მამაკაცი ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს.

მას ტექსტირება რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა, პასუხი კი დღეს გახდა ცნობილი. ტესტმა covid-19 -ზე დადებითი შედეგი აჩვენა.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მანანა გოგაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა ოჯახში 4 დღის წინ იმყოფებოდა და კონტაქტი სოფელში რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა, ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან. თავად დაინფიცირებული კი თბილისის ერთ- ერთ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.

მამაკაცის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია, სოფელში ეპიდემიოლიგები დღეს დილიდან აქტიურად მუშაობენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად