გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.

სტიქიამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც კორპუსის მცხოვრებლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, სახურავის შეკეთების ხარჯებს მერია სრულად დაფარავს,სამუშაოები კი ხარჯთაღრიცხვის შედგენიდთანავე დაიწყება.

“სტიქიამ სოფელ ჭერემში სამი კორპუსიდან ერთი დააზიანა ნაწილობრივ. დაალხოებით ორ ოჯახს აქვს ჭერი ახსნილი. ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ ადგილზე და დაიწყეს ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენის სამუშაოები. ჩვენც ვიყავით დაზარალებულ კორპუსში, დავითვალოთ ზარალი და ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ, ხვალვე ამ ზეგ დავიწყებთ სახურავის გადახურვას”, – განუცხადა “აიპრესს” არჩილ ხანდამაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...