გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. ცნობისათვის, კახეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, ეს უკვე მესამე ავტოსაგზაო შემთხვევაა. თელავში მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კი ავტოსაგზაო შემთხვევას 80 წლის ქვეითი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად