გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სამართალდამცავებმა მ.ბ. დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სამართალდამცავებმა მ.ბ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს გამოძიება 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს.

წარსულში მ.ბ-მ სასჯელი თანასოფლელის განზრახ მკვლელობისთვის მოიხადა.

მის სახელს უკავშირდება მიმდინარე წლის თებერვალში გურჯაანის ჯეო- ჰოსპოტალსის საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტი. მ.ბ. მკურნალობის კურსს აღნიშნულ კლინიკაში გადიოდა, როდესაც მისი პალატის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად