ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გურჯაანში, მერის რიგგარეშე არჩევნებში ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა 17 430 ხმა მიიღო.

გიორგი მაჭავარიანი მერობის ერთადერთი კანდიდატი იყო. აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მე-12 ოლქში არჩევნები ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა. 36 საარჩევნო უბნიდან, 28-ში ელექტრონული წესით გაიმართა არჩევნები, 8 საარჩევნო უბანზე კი ძველი წესით.

არჩევნებმა სერიოზული დარღვევევის გარეშე, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დღის განმავლობაში უბნებზე დაფიქსირდა ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რომელიც მალევე აღმოიფხვრა.

დღის განმავლობაში უბნებზე საჩივარი და შენიშვნა არ დაწერილა.