გურჯაანის მერმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენებიდან 32 წელი გავიდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მოადგილეებთან თეიმურაზ ზავრაშვილთან, სიმონ ქოჩორაშვილთან და  საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად, სოფელ კარდენახში მდებარე, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო ტრაგიკულ დღეს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას.
“ დღეცანდელმა დღემ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. მადლობა გმირებს, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირეს,” – არჩილ ხანდამაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი.
32 წლის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, 21 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...