გურჯაანის მერიის ეზოში ელექტრომომარაგების ცენტრალური კარადა აფეთქდა

გურჯაანის მუნციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის ეზოში ელექტრომომარაგების ცენტრალური კარადა აფეთქდა.

ცეცხლი ელექტროგადამცემ ხაზებს გაუჩნდა. უსაფრთხოების მიზნით მერიის თანამშრომლებმა და რიგითმა მოქლაქეებმა შენობა დროულად დატოვეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად