გურჯაანის მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე ღამის საათებში ავტომობილებისათვის მოძრაობა შეიზღუდა.

გურჯაანი-ზიარი-ქოდალოს დამაკავშირებელი გზა მძიმე ტექნიკით გაიწმინდა, უხვი ნალექის გამო საჭირო გახდა ტექნიკური მარილის დაყრაც.

დილის ექვსი საათიდან ინტენსიური თოვლის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ელექტრო გადამცემი ხაზებიც დაზიანდა, გარკვეული დროის განმავლობაში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ამ ეტაპზე მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი გზა გაწმენდილია და ავტომობილები შეუფერხებლად მოძრაობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად