გურჯაანის კულტურის ცენტრიდან 15 თანამშრომელი გაათავისუფლეს

გურჯაანის კულტურის ცენტრიდან 15 თანამშრომელი გაათავისუფლეს. დირექტორის, ვალერი შოშიაშვილის თქმით, გათავისუფლებული თანამშრომლების ფუნქციები სხვა თანამშრომლებზე გადანაწილდება, ზოგ პოზიციაზე კი კონკურსი გამოცხადდება.

“საკადრო პოლიტიკა შეიცვალა. ჩამოვაყალიბეთ ახალი საშტატო სტრუქტურა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ კულტურის მიმართულებით მოღვაწეობა უფრო მეტად განვავითაროთ. ხელშეკრულება იმ თანამშრომლებს შეუწყდათ, რომლებიც ვალდებულნი არ იყვნენ, ყოველდღე მოსულიყვნენ სამსახურში, არამედ როცა გვჭირდებოდა მაშინ ვიბარებდით, ესენი არიან: დარბაზის კონტროლიორი, სოფლის კულტურის სახლების კოორდინატორები და ა.შ. მათი ფუნქცია მოვალეობები ძირითადად მოქმედ თანამშრომლებზე გადანაწილდება, მაგრამ რამდენიმე კადრი დაგვჭირდება და ვაკანსია გამოცხადდება.
ვინც აქ მუშაობს ახლა ყველა შტატიანი თანამშრომელია. ამიერიდან, კულტურის ცენტრში ახალი კადრის დანიშვნა მოხდება კონკურსის წესით. რაც შეეხება შემდგომ რეორგანიზაციას, იმის მიხედვით განხორცილდება, თუ ვინ როგორ შეასრულებს თავის მოვალეობას. გათავისუფლებული თანამშრომლების ხელფასიდან მორჩენილი თანხა კულტურულ ღონისძიებებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება”,- განაცხადა შოშიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად