გურჯაანელი ფერმერი: ნიკა გვარამიამ ღვინოს შეურაცხყოფა მიაყენა, არსად გადაგვეყაროს გაბრაზებულ კახელებს!

მთელი ქვეყანა აღშფოთებულია ნიკა გვარამიას საქციელით, – ამბობს ფერმერი იოსებ ნატროშვილი გურჯაანის სოფელი ვაჩნაძიანიდან „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ ქართველი მეღვინეების მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე.

„ეს არის უგვანო, უსაზიზღრესი და არაადამიანური საქციელი. როდესაც უფალი ბრძანებს, რომ „ღვინო ჩემს სისხლს“ ნიშნავს, არ შეიძლება ღვინის ასეთი შეურაცხყოფა. ღვინო არის ჩვენი იდენტობის ნიშანი“, – აღნიშნა მან.
ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის მერია ავცელებს.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „აქცენტები“ განაცხადა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...