გურჯაანელ მევენახეებსა და ხელისუფლების წარმომადგელებს შორის შეხვედრა დასრულდა

მევენახეების პროტესტს იმის შესახებ, რომ ქარხნები ამ დრომდე არ არის გახსნილი, რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მუხუზლამ უპასუხა.

“აქედან, დაახლოებით 7 ქარხანაა, რომელიც ყურძნის მიღებას ახორციელებს. ამიტომ, ამ თემაზე გაუგებარია მოსახლეობის პრეტენზიები. ჩვენი შტაბი 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს იმისათვის, რომ რთველის მიმდინარეობა მაქსიმალურად მობილიზებული იყოს და პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს”- განაცხადა ლევან მეხუზლამ.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ,ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ყურძნის ფასს ბაზარი აყალიბებს და სახელმწიფო ვერ იქნება პროდუქციის ფასის განმსაზღვრელი.

“მოთხოვნაა,რომ მეტი იყოს ყურძნის ფასი,საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ყურძნის ფასს და ნებისმიერი პროდუქციის ფასს არეგულირებს ბაზარი,ამიტომ სახელმწიფო ვერ იქნება პირდაპირი განმსაზღვრელი პროდუქციის ფასისა,მაგრამ ამავდროულად საკმაოდ მკაფიოდ ავუხსენით,რომ იგივე ამ რთველთან დაკავშირებით,სახელმწიფო საწარმო მუნიმალურ ზღვარს აწესებს ფასისას,თეთრ ყურძენზე ანუ რქაწითელზე 70 თეთრია,რომლის ქვემოთაც რა თქმა უნდა ყურძნის ფასი არ ჩამოვა”-აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, ქარხნების დროული გახსნისა და ყურძენზე ფასის მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სოფელ ხეგაანთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობამ გამართა.

ამ ეტაპზე, 1 კგ რქაწითელის ჯიშის ღირებულება 70 თეთრია, ხოლო 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი 2,50 ლარამდე მერყეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად