გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ რეგიონის პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

მან პედაგოგებს დისტანციური სწავლების კუთხით გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. რწმუნებული ასევე გაეცნო ონლაინ სასწავლო პროცესს მორგებულ პროგრამებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ვიდეო გაკვეთილების, დავალებების მომზადებას ითვალისწინებს. ამ გამოწვევას, გურიის რეგიონის სასწავლო დაწესებულებებმა ღირსეულად უპასუხეს და მოსწავლეებს ყოველდღიურად დისტანციური გაკვეთილები უტარდებათ.

„ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გამოწვევისთვის თავის გართმევა, რომელიც კრიზისულ პერიოდში თქვენ გამოიჩინეთ. მოსწავლეების თითქმის 98% იყო ჩართული ონლაინ სწავლებაში და მათ სწავლის პროცესი არ შეწყვეტიათ. მინდა გულწრფელი მადლობა გითხრათ ნაყოფიერი შრომისთვის, მადლობა, რომ აქტიურობდით“ – მიმართა ზურაბ ნასარაიამ პედაგოგებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რათა სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადებულიყო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სკოლებისთვის სწავლების ალტერნატიული ფორმები იქნა შეთავაზებული, მათ შორის, დისტანციური სწავლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად