გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაში

გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაში თემაზე – „ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი ხელისუფლების და არჩეული მმართველობის ორგანოების საქმიანობის ორგანიზება და რეგულირება“.


კონფერენციაში მონაწილეობდნენ უკრაინის, ლიეტუვის, ბელარუსიისა და პოლონეთის თვითმმართველობის, რეგიონალური ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ექსპერტები.
„ ვებინარში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის რეგიონული ხელმძღვანელების მიერ გაკეთებულ მოხსენებებში, მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო ბალტიისპირეთისა და პოლონეთის მაგალითები ტერიტორიული ერთეულების მართვის მოდელებზე. მათ შორის, ძლიერი რეგიონის არსებობის ორდონიან თვითმმართველობებზე. ვისაუბრეთ დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე. ასევე, სახელმწიფო მოხელეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების პროფესიული მომზადების გაუმჯობესებაზე, თვითმმართველობებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებსა და ადგილობრივ დონეზე მართვის სისტემების დახვეწაზე, “ – აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...