გურიის რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ჩეხეთის პარდუბიცეს რეგიონებს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ჩეხეთის რესპუბლიკის პარდუბიცეს რეგიონებს შორის პროფესიული განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კულტურის და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის კუთხით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარის რწმუნებული, დელეგაციის წევრებთან ერთად, რეგიონის პროფესიულ სასწავლებლებს, პარდუბიცეს საერთაშორისო აეროპორტს და საგზაო დეპარტამენტს სტუმრობდნენ, სადაც მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მომზადდა პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტსა“ და ქალაქ ჟამბერკის კოლეჯს შორის პარტნიორული თანამშრომლობის დაწყებას, რაც სტუდენტების და მასწავლებლების გაცვლითი პროგრამის განხორციელებას მოიცავს.

„ მნიშვნელოვანია, რომ პირველად ისტორიაში, გურიის რეგიონმა პარტნიორული ურთიერთობა დაიწყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს რეგიონთან. ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში უკვე გვაქვს პირველი შედეგები და პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით ველოდებით პროექტის დაფინანსებას, რომელიც წარდგენილია ჩეხეთის განვითარების სააგენტოში. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ჩეხ კოლეგებთან, რათა მეტი სიანტერესო და რაც მთავარია, გურიის მოსახლეობისთვის ეკონომიკური ეფექტის მომტანი პროექტი განვახორციელოთ“ – განაცხადა მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად