გურიის რეგიონში, როგორც მომარაგების, ისე პურპროდუქტებზე ფასის მხრივ პრობლემა არ არსებობს

გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად გურიის რეგიონში, როგორც მომარაგების, ისე პურპროდუქტებზე ფასის მხრივ პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობას ამ მხრივ შეფერხება არ ექნება.

გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად, ოზურგეთში ფქვილის საწარმო “გულისტანი” და შპს „ვასაძის პურის“ საცხობში იმყოფებოდა. რწმუნებულმა საწარმოების ხელმძღვანელებისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია არსებული მარაგებისა და მდგომარეობის შესახებ. ადგილზე გაეცნო პურის ცხობის პროცესს.

შპს “გურია ექსპრესი” (ფქვილის საწარმო “გულისტანი”) სრული დატვირთვით მუშაობს და ფქვილით გურიის რეგიონის გარდა სხვა რეგიონებსაც ამარაგებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად