გურიის რეგიონში მოძრავი „სასურსათო მაღაზიების“ გადაადგილება დაიწყო

მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც მაღაზია არ ფუნქციონირებს, ადგილობრივებს ტრანსპორტით გადაადგილება უჭირთ, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში, მათ მოძრავი „სასურსათო მაღაზია“ ადგილზე მოემსახურება.

სოფლებში სასურსათო პროდუქტის დარიგების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.

„ „სასურსათო მაღაზიების“ მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვთ სახლიდან გაუსვლელად სხვადასხვა სახის პროდუქტი შეიძინონ. პროცესში აქტიურად ჩაერთო მუნიციპალიტეტების მერიები, სოფლებში რწმუნებულები. პირველ ეტაპზე გამოყოფილ იქნა საწვავი, რათა პროდუქტის მიტანა სოფლებში დროულად მოხდეს. მაღაზიების გადაადგილება რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში კვირაში 2-ჯერ განხორციელდება“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად