გურიის რეგიონში 11 700 მოსწავლეს ონლაინ რეჟიმში 2 250 -ზე მეტი პედაგოგი ემსახურება

სრულად არის ათვისებული დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ყველა აპლიკაცია. იმ შემთხვევებში, როცა ოჯახებისთვის არ არის ხელმისწავდომი ინტერნეტკომუნიკაციის საშუალებები, მასწავლებლები მოსწავლეებს ტელეფონით, სმს – ით და სატელეფონო ზარებითაც უკავშირდებიან.

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან ლელა იმედაშვილთან, ნინო ჩიტაძესა და შორენა სიხარულიძესთან, ვიდეო კონფერენციისას განიხილა საგანმანათლებლო სფეროს წინაშე არსებული გამოწვევები. აღინიშნა, რომ მშობელთა და მოსწავლეთა ჩართულობა მოსალოდნელზე მაღალია.

საგანამანათლებლო რესურსცენტრებს მუნიციპალიტეტების დონეზე შემუშავებული აქვთ სკოლებზე მორგებული პროცესის მონიტორინგის ფორმები – შედგენილია ონლაინსწავლების საგაკვეთილო ცხრილები და მოსწავლეთა ჩართულობის აღრიცხვის ფორმები. მომზადებული აქვთ ონლაინსწავლების პროცესის ხარვეზების ანალიზიც, რაც შემდგომში მისი დახვეწის და ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად