გურიის მხარის რწმუნებული აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძეს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საუბარი შეეხო იმ ინიციატივებსა და ერთობლივ პროექტებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომელთა განხორციელება, გურიის რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები, რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი თეა კუპრაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად