გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ის მკურნალობას სახლის პირობებში გადის. ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” გუბერნიის პრესამსახურის ხელმძღვანელმა ნინი ლომჯარიამ დაუდასტურა.

მისივე  ინფორმაციით, უკვე ჩატარდა გუბერნიის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები.

ნასარაია ე.წ. “ქართული ოცნების” კლასტერს განეკუთვნება, რომელიც ლანჩხუთში გამართულ მმართველი პარტიის შეკრებიდან იწყებს სათავეს. ყველა ის პირი რომლებიც წილოსანთან, ლანჩხუთის მერთან და გუბერნატორთან კავშირში იყვნენ თვითიზოლაციაში გადადიან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად