გურიის გუბერნატორი სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ჩოხატაურის სუპერმარკეტებში იმყოფებოდა

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასთან ერთად, სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ჩოხატაურის სუპერმარკეტებში იმყოფებოდა. მათ ინფორმაცია სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებისგან ადგილზე მიიღეს. ასევე, დაინტერესდნენ მომხმარებლებს შორის სავალდებულო დისტანციის დაცვის საკითხითაც.

„ რეგიონის სავაჭრო ობიექტებში მონიტორინგი ინტენსიურად მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, ის რომ სურსათის საკმარისი რაოდენობის მარაგი არის და მოთხოვნის მიუხედავად, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს. მინდა მოვუწოდო ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად