“გურიაში, ნასაკირალის ორივე უბანზე არჩევნებს “ნაცმოძრაობა” 200 ხმიანი უპირატესობით იგებს”

ნასაკირალის ორივე უბანზე არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობა იგებს,-ამის შესახებ აიპრესს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გიორგი ქართველიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ისინი ქართულ ოცნებასთან შედარებით არჩევნებს დაახლოებით 200 ხმიანი უპირატესობით იგებენ. 

"ეს არის წინასწარი შედეგები, ამ წუთას ჯამდება ბოლო ხმები, ხმის დათვლის პროცესი თითქმის დასრულებულია, გადასამოწმებელია ყველაფერი ბოლომდე, 200 ხმა არის სხვაობა დაახლოებით, შვიდასზე მეტი ავიღეთ ჩვენ და 500 მათ",-განაცხადა ქართველიშვილმა. 


დღეს საქართველოში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე გაიმართა. საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 5 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. ესენია: №1 – თავისუფალი საქართველო; №5 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; №33 – ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები; №24 – სახალხო ხელისუფლება; №41 – ქართული ოცნება; არჩევნებში ასევე ღებულობენ მონაწილეობას ორი საინიციატივო ჯგუფის კანდიდატები გარდაბანსა და ოზურგეთში. არჩევნების დღეს აკვირდებოდა 19 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 292 დამკვირვებელი და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის 6 დამკვირვებელი; შუალედურ არჩევნებს 18 მედია ორგანიზაციის 300 წარმომადგენელი გააშუქებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...