გურიაში, მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადავარდა – 1 ადგილზე გარდაიცვალა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპროვანში, მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადავარდა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა , მეორე კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

,,სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები მივიდნენ გამოძახებაზე, დახვდათ ორი დაზარალებული, თუმცა ერთი 60 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცს კი აღენიშნებოდა სხვადასახვა სახის ტრავმული დაზიანებები, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ იყო. ის ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადმოიყვანა,“- განაცხადა ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერმა კესო გელენიძემ.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო , რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...