გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.