გურიაში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ისინი ოზურგეთს უკავშირდება.

,,დღეს დილით ვთქვით, რომ ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გქონდა. მოგვიანებით დაემატა კიდევ ოთხი. მათი რაოდენობა ოზურგეთში დღეს 8 ერთეულით გაიზარდა. ჯამში ოზურგეთში 30, გურიაში კი 43 კოვიდინფიცირებულია.
ყველა მათგანი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და ისინი მსუბუქი სირთულის პაციენტებად ითვლებიან.”- განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად