გურიაში, კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევები “აჭარა ტექსტილსა“ და დაბა ლაითურს უკავშირდება.

“16- დან 13 შემთხვევა “აჭარა ტექსტილს” უკავშირდება. ინფიცირებულები აღნიშნული ფაბრიკის თანამშრომლები არიან. ყველა მათგანი ამ დროისათვის შესაბამისი პროფილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. რაც შეეხება გურიაში მცხორებ, “აჭარა ტექსტილის” სხვა თანამშრომლებს, ისინი საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება”, – განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად