გურიაში ეროვნული დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

გურიაში ეროვნული დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პანდემიიდან გამომდინარე მოკრძალებულად აღინიშნა.

ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის წინ ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა „გურია“ და „ამაღლება“საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, დაცული იყო დისტანციაც.

ღონისძიებას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ 26 მაისი საზოგადოების ერთიანობის და თავისუფლების დღეა. ვამაყობ და ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ყველას გილოცავთ ჩვენს უმთავრეს დღესასწაულს, ეს დღე ჩვენია“! – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად