გურიაში, COVID-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ვირუსი ოზურგეთის მცხოვრებს აღმოაჩნდა.

“ამ დროის მონაცემებით გურიაში გვაქვს 49 შემთხვევა, ერთი დღეს დაგვემატა, აქედან ყველაზე მეტად ყურადღებამისაქცევი არის ზოტი და ლაითური. ზოტში გუშინ ვიმუშავეთ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად. 49 კონტაქტი დავადგინეთ გუშინდელი ინფიცირებულების, რომელთანაც გვექნება სამუშაო, ამ 12 დღის განმავლობაში. პასუხები ჯერჯერობით არ გვაქვს. ლაითურში ორი შემთხვევა დაგვემატა გუშინ, იქაც მუშაობდა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ასევე იქაც ველოდებით ტესტირების პასუხებს”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ.
ამ დროის მონაცემებით, გურიაში გამოსაკვლევად 300-350 ტესტის პასუხი მზადდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად