აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია.
„12 ახალი შემთხვევიდან 7 ოზურგეთში, 4 ლანჩხუთში, 1 კი ჩოხატაურში გამოვლინდა. ამჟამად,
მიმდინარეობს ეპიდკვლევა, კონტაქტების დადგენა და ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. მიუხედავად შემთხვევათა მატებისა, გურიაში ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.