გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში მოსახლეობის ნაწილი შენობაში ნივთების ასაღებად შეუშვეს

გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც გუშინ სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

გამგებლის ინფორმაციით, სამ სხვადასხვა სასტუმროში ამ დროისთვის 208 ადამიანი, სულ 52 ოჯახია განთავსებული. მისივე თქმით, დღის ბოლომდე აღნიშნული მოქალაქეების რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

“გასაგებია, რომ ადამიანებს სჭირდებათ პირველადი საჭიროების ნივთები, თუმცა პირველ რიგში გასათვალისწინებელია უსაფრთხოება, მათ სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ აუცილებლად. დღის განმავლობაში ჩატარდება დამატებეით ღონისძიებები შენობაში და თუ სპეციალისტებმა მოგვცეს ნება, აუცილებლად ავუშვებთ,” – აცხადებს ნაძალადევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად