გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები 52-მდე ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან ამ ეტაპზე გამგეობას 52 ოჯახი ჰყავს სასტუმროში გადაყვანილი. ამის შესახებ, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხმელაძე ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ახლა 52 ოჯახამდე, 208 ადამიანი არის სასტუმროებში გადაყვანილი, ნორმალურ პირობებში არიან.”,-ამბობს ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხმელაძე ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ინციდენტის შედეგად, სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული იქნა 6 ადამიანი.
ამ დროისთვის, კლინიკებში რჩება მხოლოდ 2 პაციენტი, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთაგან ერთი – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მეორე კი – ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საყურადღებოა, ხეჩინაშვილის კლინიკაში მოთავსებული 40 წლამდე საშუალო სიმძიმის პაციენტის მდგომარეობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად