გურამ თუშიშვილმა რუსი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა +100 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

გურამ თუშიშვილის მეტოქე +100 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალურ შეხვედრაში ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტის, ტედის რინერის დამმარცხებელი რუსი ტამერლან ბაშაევი იყო.

გურამ თუშიშვილმა რუსი სპორტსმენი დაამარცხა (პირველი წუთის მიწურულს გაშვებული ვაზარი მშვენიერი კისრულით გაქვითა, 18 წამის შემდეგ კი კიდევ ერთი ილეთით დააიპონა) რუსი სპორტსმენი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლისთვის ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან იჭიდავებს.

კომენტარები
იტვირთება...