გურამ თუშიშვილმა რუსი ინალ ტასოევი დაამარცხა და ევროპული თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა!

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე დღეს ძიუდოისტებმა 90-100 და +100 კგ წონით კატეგორიებში გაითამაშეს მედლები

+110კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი რუს ინალ ტასოევს შეხვდა, გაშვებული ვაზარის საპასუხოთ იქვე იპონზე დააგდო მეტოქე და ოქროს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ფინალამდე გურამ თუშიშვილს სამი მეტოქის – რუმინელი ვლადუტ სიმონესკუს, პოლონელი მაცეი სარანსკის და ნიდერლანდელი ჰენკ გროლის იპონით დამარცხებისთვის ჯამში 2 წუთი და 50 წამი დასჭირდა.

90კგ წონით კატეგორიის ფინალში ვარლამ ლიპარტელიანი დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა

შეგახსენებთ, მინსკის ევროპულ ჩემპიონატის მედალოსან ქართველ სპორტსმენებს:

ოქრო (6) – ლუხუმ ჩხვიმიანი, ვახტანგ ჩიდრაშვილი, დავით ლორიაშვილი, ლევან ნახუცრიშვილი, ბექა ბერძენიშვილი, გურამ თუშიშვილი.

ვერცხლი (4) – ნინო ოძელაშვილი, ელენე ქებაძე, მინდია ლილუაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი

ბრინჯაო (9) – ბექა ბერულავა, ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, ლუკა მაისურაძე, გივი ნადარეიშვილი, გენადი ჩირგაძე, პაატა ღვინიაშვილი და ნინოსალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად