გურამ თუშიშვილი ჰისაიოში ჰარასავასთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს (ვიდეო)

დღეს, ტოკიოში, ძიუდოისტთა მსოფლიო პირველობაზე, +100 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან მსოფლიო ჩემპიონატის მედლებისთვის.

ეს წუთია დასრულდა ნახევარფინალური შეხვედრა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონ გურამ თუშიშვილს და 2016 ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელ იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შორის.

შეხვედრის მიწურულს ილეთის ჩატარების ორმხრივი მცდელობისას ჰარასავამ დაასწრო თუშიშვილს და იპონით გაიმარჯვა.

გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ნიდერლანდელ როი მეიერთან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად