გურამ თუშიშვილი ნახევარფინალში, ღვინიაშვილი და ჩიქოვანი კი რეპეშაჟში იჭიდავებენ (ვიდეო)

დიუსელდორფის გრან სლემზე 90-100 და +100კგ წონით კატეგორიებში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

90კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურის იპონით 17 წამში დამარცხების შემდეგ, უზბეკმა დავლატ ბობონოვმა პულის ფინალში, შეხვედრის დაწყებიდან 33 წამში, მტკივნეული ილეთით დაამარცხა ბექა ღვინიაშვილი.

ბექა ღვინიაშვილი რეპეშაჟიდან განაგრძობს ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის. მისი პირველი მეტოქე ჩეხი დავიდ კლემერტი იქნება.

100კგ წონით კატეგორიაში ბრაზილიელმა რაფაელ ბუზაგარინიმ გიორგი ჩიქოვანი წუთსა და 5 წამში შებოჭა.

გიორგი ჩიქოვანი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მისი პირველი მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იქნება.

+100კგ წონით კატეგორიაში დაძაბულად წარიმართა გურამ თუშიშვილის ორთაბრძოლა 2019 წლის ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორ კორეელ მინგ ჩონ კიმთან. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე წუთი და შვიდი წამით ადრე, მაშინ, როდესაც მეტოქეებს ორ-ორი გაფრთხილება ჰქონდათ, თუშიშვილმა იპონზე დასცა კიმი და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში გურამ თუშიშვილის მეტოქე ბრაზილიელი რაფაელ სილვა იქნება.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად