გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა (ვიდეო)

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში

+100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ნიდერლანდელ როი მეიერს შეხვდა.

გურამ თუშიშვილმა მეტოქეს ორჯერ აუღო ვაზარი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ამ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ინალ ტასოევმა ჰენჯ გროლი დაამარცხა.

მეორე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩეხმა ლუკაშ კრპალეკმა ისრაელელი ორ სასონი დაამარცხა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ლისაბონში 1 ოქროს (90კგ ლაშა ბექაური), 3 ვერცხლის (66 კგ, ვაჟა მარგველაშვილი, 90 კგ ბექა ღვინიაშვილი, 100 კგ ვარლამ ლიპარტელიანი) და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა   და ქალთა და კაცთა გაერთიანებულ გუნდურ ჩათვლაში  მე-4 ადგილი დაიკავეს (კოსოვოს, თურქეთის და საფრანგეთის შემდეგ), კაცთა შორის კი პირველები იყვნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...