A1 ბანერი

გურამ თუშიშვილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ჰოლანდიელმა როი მაიერმა თუშიშვილთან დაპირისპირება აგრესიულად დაიწყო, რასაც ტატამის ერთ-ერთ მხარეს სარეკლამო ბანერის ჩამოშლა მოჰყვა. მიუხედავად აგრესიისა, მაიერმა თუშიშვილთან ვერაფერი განაწყო, თუმცა ქართველ ფალავანს მეტოქის დასამარცხებლა გოლდენ სქორი დასჭირდა, სადაც იპონით იმარჯვა.

ფინალისთვის ბრძოლაში გურამ თუშიშვილი  მონღოლ დურენბაიერ ულზიბაიერს დაეჭიდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...