გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრან სლემზე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს (ვიდეო)

დიუსელდორფის გრან სლემზე 90-100 და +100კგ წონით კატეგორიებში ფინალისტები გამოვლინდნენ

+100კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილის და ბრაზილიელ რაფაელ სილვას შეხვედრაში მეტოქეებმა ილეთის ჩატარება ვერ შეძლეს, მაგრამ ორთაბრძოლა დროზე ადრე დასრულდა: 2 წუთსა და 47 წამში სილვამ სამი გაფრთხილება მიიღო და გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდა.
 
დიუსელდორფის გრან სლემის ფინალში გურამ თუშიშვილი გერმანელ იოჰანეს ფრეის შეხვდება
 
90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა რეპეშაჟის ნახევარფინალში სძლია ჩეხ დავიდ კლემერტს და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ მამადალი მენდიევთან იჭიდავებს
 
100კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩიქოვანი ვაზარით უგებდა აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს, მაგრამ ამ უკანასკნელმა შეხვედრის დამთავრებამდე 51 წამით ადრე იპონით გამარჯვების მოპოვება შეძლო და ჩიქოვანი მე-7 ადგილზე გავიდა.
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად