გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრან სლემის ოქროს მედლის მფლობელი გახდა (ვიდეო)

დიუსელდორფის გრან სლემზე ბოლო შეხვედრა გაიმართა

+100კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში გურამ თუშიშვილი გერმანელ იოჰანეს ფრეის შეხვდა და შეხვედრის დაწყებიდან 46 წამში დააიპონა იგი და დიუსელდორფის გრან სლემის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
 
ამრიგად, დიუსელდორფის გრან სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს (81კგ, ტატო გრიგალაშვილი და +100კგ გურამ თუშიშვილი) 1 ვერცხლის (66კგ, ვაჟა მარგველაშვილი) და 1 ბრინჯაოს მედალი (90კგ, ბექა ღვინიაშვილი) მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ.
 
პირველი ადგილი სამი ოქროს მედლით იაპონელებმა მოიპოვეს.
 
აღსანიშნავია ტურნირზე უზბეკეთის ნაკრების წარმატებული ასპარეზობა. მათ ორი ოქროს მედალი (90კგ, დავლატ ბობონოვი და 100კგ, მუხამადკარიმ ხურამოვი) მოიპოვეს

მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად