გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედალს ვერ შეწვდა (ვიდეო)

ტოკიოში, ძიუდოისტთა მსოფლიო პირველობაზე, +100 კგ წონითი კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელის ვინაობა გაირკვა.

მედალს ერთმანეთს შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი და ნიდერლანდელი როი მეიერი ეცილებოდნენ.

შეხვედრის დასაწყისში გაშვებული ვაზარის გაქვითა გურამ თუშიშვილმა ვერ შეძლო, დამარცხდა და მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა.

ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ათი ქართველი ძიუდოისტის ანგარიშზე 2 მედალია:

ოქრო – ლუხუმ ჩხვიმიანი, 60 კგ
ბრინჯაო – ლუკა მაისურაძე, 81 კგ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად